ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე: განვიცდი, ეს არ უნდა მომხდარიყო

ეს პერსონა

"რა თქმა უნდა, მე განვიცდი, გუნდშიც განიცდიან ამას. ეს არ უნდა მომხდარიყო, სჯობდა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნაზე ამბობს, რომ იგი არწმუნებდა გუნდს საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა არ დაერღვიათ.

"ჩვენ გვქონდა რესურსი, ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ჩვენ არჩევნებს თავისუფლად, 50-სა და 60%-ს შორის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია, მივიღოთ ამ არჩევნებში და შეგვიძლია, უმრავლესობა მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ. გასაგებია, ყველას ჰქონდა კითხვა – კოალიცია ვისთან, ამათთან კოალიცია? ამათთან გინდა კოალიცია? და აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვაა, ვისთან უნდა გააკეთო კოალიცია“, – ამბობს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top