ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს: პირველად, რომ ავედი მის რეზიდენციაში, ჩაის ვეღარ სვამდა

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მან თავის დროზე სააკაშვილს ურჩია ქართველი საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა და წასულიყო. მისი თქმით, ამ რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში მიშა შეინარჩუნებდა პოლიტიკურ იმუნიტეტს.

"პირველად, რომ ავედი მის რეზიდენციაში. მე ვარწმუნებდი სააკაშვილს. ძალაინ მოკლე შეხვედრა გვქონდა. რა პოზაში შემხვდა და როგორ იჯდა მოკუნტული მაგაზე აღარ ვსაუბრობ. ჩაის ვეღარ სვამდა, გავუნელე ჩაი, დავალევინე და აწიე თავითქო მიშას ვეუბნები. აბა რამდენი კარგი რჩევა მომიცია შენთვისთქო გაიხსენეთქო. ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას და გასწორდი წელშითქო და გასწორდა წელში. ახლა შენ, რომ გამოხვიდე და ხალხს ბოდიში მოუხადოთქო, მე გულწრფელად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის განვითარებას, რაღაც გამოივიდა, რათაც არ გამომივიდა, არ გახდა მოსაწონი საზოგადოებისთვის, მე გულწრფელად განვიცდი ამას. 

მოვიდა ახალი გუნდი, მე მათ ხელს აღარ შევუშლი, დავწერ განცხადებას და გადავდგები. გარწმუნებ-მეთქი მიშას ვუთხარი, შენ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებ და პოლიტიკაში დარჩები ამ განცხადების შემდეგთქო. მაგრამ მაგის გაგების უნარი მას არ ჰქონდა. და სწრაფადაც მივატოვე.

თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მე ვერ ვუღალატებო რომ გადავდგეო. ვითომ სხვა მიზეზი არ ჰქონია. შენ, რომ დაგირეკაო, 5 წუთის შემდეგ მე დამირეკაო იმან, ვინც შენ დაგირეკაო და მიხთრაო ფეხი არ მოიცვალო აქედანო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top