ბიძინა ივანიშვილი: თეორიულადაც 0%-ია ალბათობა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი თეორიულადაც 0%-ია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"არაჰყავს ადამაიანი ვინც ანალიზს გაუკეთებს, რომ შეუძლებელია თეორიულადაც კი, 0%-ია ალბათობა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდეს" - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში საზოგადოებაში რაღაც დაბნეულობები იყო თუმდა ამ დროის განმავლობაში "ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან თავდაჯერებული და სტაბილური გახდა. 

"რაღაც დაბნეულობები ჰქონდა საზოგადოებას თუგინდ ეს დაბნეულობები გამოიწვია იმანაც, რომ მე გულწრფელად მოვედი როგორც ვთქვი ერთი წელიწადი მოვალ. სანა წავედი შეიცვალა ერთი პრემიერი, შეიცვალა მეორე პრემიერი, გარკვეულწილად გუნდი დაზარალდა, მომიწია შემობრუნება, დიდი ვაკუუმი გაჩნდა. მათ მოახერხეს ახალი ენერგიის, ახალი სისხლის ჩასხმა ნაცებმა ამ ფონზე, მე დავბრუნდი და ეგრე აღარ იქნება ახლა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top