პანკისში დაჭრილი მურად მარგოშვილის ოჯახის წევრი უარყოფს, რომ მარგოშვილს ინტერპოლი ეძებდა

ეს პერსონა

ის, რომ თითქოს ჩემი ძმა, მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი, აბსოლუტური ტყუილია, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილის, მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის და მისი ძმა ერთ-ერთმა რუსულმა ტელევიზიამ, „რენტევემ“ 2013 წელს ტერორიზმში დაადანაშაულა, თუმცა ეს სიცრუეა.

„ის, რომ თითქოს ჩემი ძმა, მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი, აბსოლუტური ტყუილია. ეს რუსების მიერ გავრცელებული ჭორებია და მათი წამოწყებული კამპანიაა. რუსეთის ტელევიზიამ „რენტევემ“ გადაცემა „ვაინაია ტაინაში“ 2013 წელს მე და ჩემი ძმა ტერორიზმში დაგვადანაშაულა, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. მე მაშინ პანკისის ხეობაში რწმუნებული ვიყავი, მოქეიფე კაცი ვარ, ცხოვრებაში იარაღი არ მინახავს და დამადანაშაულეს, რომ ვითომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი ვიყავი და მთელი იარაღი რუსეთში მე გადამქონდა."

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top