ორგანიზაციები ამერიკულ ფულს ამერიკის სახელმწიფოს წიმააღმდეგ ხარჯავენ - ივანიშვილი არ გამორიცხავს კონგრესს ღია წერილი მიწეროს

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს კონგრესს, სენატს, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართოს და საჯაროდ აუხსნას ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები თანხებს თუ როგორ ხარჯავს თავად ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ მან "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესებს ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მათ საწინააღმდეგოს რამეს აკეთებს. ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. აქ რაც ხდება, რომ ნაციონალების ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

1
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top