"არა ძალოვანი მინისტრებით მინისტრთა კაბინეტში" - ნიკა მელია საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" დარწმუნებას გეგმავს

ეს პერსონა

ნიკა მელიას განცხადებით იგი ყველაფერს გააკეთებს კოლეგების დასარწმუნებლად, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ განაცხადოს - არა "ძალოვანი მინისტრებით მინისტრთა კაბინეტში". ამის შესახებ მელიამ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა.

"ძალიან მომწონს ინიციატივა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლიტიკურ პარტიაში კოლეგები დავარწმუნო, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ განვაცხადოთ საჯაროდ რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება წარმოდგენილი ძალოვანი მინისტრებით მინისტრთა კაბინეტში.

რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ იმ შეცდომებს არ გავიმეორებთ რაც დავუშვით ადრე, არის გარკვეული კატეგორია საზოგადოებაში, ვისაც ამის მაინც არ სჯერა. ამიტომ ვერ ვხედავ იმაში ტრაგედიას, რომ ერთჯერადად "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავდეს მინისტრები. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ჩვენი ელექტორალური ბაზა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ კიდევ არჩევნებამდე არაერთ არაორდინალურ ნაბიჯს გადავდგამთ", - ამბობს მელია.

0
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top