ვინ შექმნა სტრასბურგის ტრამვაისთვის ქართული ანბანის ესკიზი

ეს პერსონა

სტრასბურში მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. 

ანბანის ვერსიაზე 19 წლის კალიგრაფმა იმუშავა. კიდურ-ყვავილოვანი კალიგრაფიით შესრულებული ქართული წარწერის ავტორი ნიკა ღუნაშვილია.

ნიკა ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს. არის მეორე კურსის სტუდენტი. ამბობს, რომ კალიგრაფიით 10 წლის წინ დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლა.

"რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მიპოვეს. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი და აბსოლუტურად ყველა ესკიზი სპეციალურად შევქმენი. სასიამოვნოა, როცა შენს ნამუშევარს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს პოპულარიზაციაში წვლილი შეაქვს”, - ამბობს ნიკა ღუნაშვილი.

ქართული ანბანით ტრამვაის მოხატვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top