პატარა ანიტას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთო 

ეს პერსონა

უკვე 13 დღეა სოციალურ ქსელში ანიტა ფაცაციას სიცოცხლის გადასარჩენად კამპანია მიმდინარებს. პატარა გოგონას ექიმებმა დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვა. მას გულის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება.

ამ დღეების განმავლობაში ანიტას გულის აპარატისთვის თანხის შეგროვება მიდინარეობდა. როგორც კამპანიის ოფიციალური FACEBOOK გვერდიდან ვიგებთ ანიტას გულის აპარატისთვის განსაზღვრული თანხა უკვე შეგროვდა.

"გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს იმედიც, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთო კლინიკის მოძიებაში. ამ დროისთვის ანიტას საავადმყოფოში მიაკითხა უამრავმა უცნობა და ამავე დროს ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომლებმაც მისი ამბავი ამ ჯგუფის წყალობით შეიტყვეს. მიუტანეს საყვარელი ხაჭაპური, შეთავაზეს ოჯახს დახმარება. ჩვენ აღარაფრის გვეშინია რადგან ჩვენი საქართველო ყველგანაა" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

პატარა გოგონა ამ დრომდე რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top