ევროსაბჭოში ნიდერლანდების მუდმივმოქმედი წარმომადგენლის თქმით, საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია

ეს პერსონა

ევროსაბჭოში ნიდერლანდების მუდმივმა წარმომადგენელმა, როლანდ ბოკერმა საქართველოს თავჯდომარე ქვეყნის ახალი სტატუსი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რიგ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები. 

„ვფიქრობ, ჩემს მოლოცვებს ნახევარი წლის შემდეგ გეტყვით, თუმცა დღეს მინდა გითხრათ, მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველო, ჩემი ქვეყნის მსგავსად, ევროსაბჭოს ერთ-ერთი პატარა წევრია, თუმცა ის ერთ-ერთი შედარებით ახალი წევრიცაა. ეს საქართველოს პირველი თავმჯდომარეობაა ორგანიზაციაში. ეს უნდა იყოს ნამდვილი გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა ის ნიშნები, რაც აქამდე ვნახეთ, ძალიან პოზიტიურია. საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და მხარს ვუჭერთ ზოგადად საქართველოს თავმჯდომარეობას“, – განაცხადა როლანდ ბოკერმა.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები სტრასბურგში გადაეცა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top