ფედერიკა მოგერინი: ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გაუარესდა, ამიტომ ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას

ეს პერსონა

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მორიგ შეხვედრა, რომლის წევრიც საქართველოა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ  ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა.

მოგერინის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ  საქართველო ევროკავშირის ახლო და საიმედო პარტნიორია, აუცილებელია ევროკავშირმა თვალი არ დახუჭოს იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოების ვითარება გაუარესდა.

„ჩვენს კონტინენტზე კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა. საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა. სწორედ ამიტომ ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება. ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი. საქართველო ახლო და საიმედო პარტნიორია სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში“, – განაცხადა მოგერინიმ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top