2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი შემოვლითი გზა ექნება

ეს პერსონა

2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი  4 ზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბობს, ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტი ასევე, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.  

ამ ეტაპზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.

„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად, ამ მონაკვეთების შემდეგ ვუახლოვდებით რიკოთის უღელტეხილს, სადაც მშენებლობა ასევე აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაშურის შემოვლითი გზის სამუშაოებზე დაახლოებით 400 ადგილობრივია დასაქმებული,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამ გზით შესაძლებელია ჩრდილოეთიდან გვერდს ავლა ხაშურისთვის, სურამისთვის, ჩუმათელეთისთვის და რიკოთის გვირაბთან გამოსვლა. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top