პარლამენტის შესასვლელთან სამართალდამცავებმა ჯებირები მოიტანეს

ეს პერსონა

პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე მოტანილია რკინის ჯებირები.

დღეს, 8:30 საათზე აქციის მონაწილეებმა პიკეტირების განახლება დააანონსეს. ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა.

12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი კომიტეტების სხდომები უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეეცდებიან, დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top