საგარეო საქმეთა სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქციის მონაწილეები იკრიბებიან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეები სწორედ აღნიშნული ადგილიდან აპირებდნენ პარლამენტთან გადანაცვლებას და მისი შესასვლელების ჩაკეტვას, თუმცა სამართალდამცავებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელები თავად აქვთ ჩაკეტილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარალელურად უშუალოდ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებას იწყებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top