ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი: პოლიციელები ქუჩაში მანამდე იდგებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კანცელარიის შენობასთან გამოჩნდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არსებული სამართალდამცავები ქუჩაში მანამდე იდგებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„ჩვენ ვართ პოლიციელები, ვიდგებით იქამდე, სანამ საჭიროება იქნება. ვიდგებით მოქალაქეების დასაცავად, ყველა მოქალაქის, მათ შორის მომიტინგეების. ვხედავ პოლიციის გამოყვანის საჭიროებას, აბა ტყუილად ხომ არ გამოვიყვანდი? მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოვიყვანე, რადგან  ვხედავ საჭიროებას. უხერხულობა არ მექმნება არანაირად“ - განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმება.

აქციის მონაწილეების მხრიდან, ეს პარლამენტის პიკეტირების მესამე მცდელობა იქნება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top