ვახტანგ გომელაური: აქცია დაიშლება, თუ გადაკეტავენ გზებს, დაანთებენ ცეცხლს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღევანდელის აქციის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  აქციას დაშლიან, თუ მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ და დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს. მისივე თქმით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს

„დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?  შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და ბოჭკები, უნდათ ჭიდაობა“ ,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამნეტთან  ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან და  საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top