პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს

ეს პერსონა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი თავდაპირველად ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან მივიდნენ პარლამენტის შესასვლელთან, თუმცა მოგვიანებით ინგოროყვას ქუჩაზე გადაინაცვლეს.

პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ ადგილზე ჯებირები მიიტანეს და აქციის მონაწილეებს გზის გაგრძელების ნებართვას არ აძლევენ. აღნიშნულს აპროტესტებენ შეკრებილები. მათი თქმით, არ ეძლევათ  პროტესტის გამოხატვის საშუალება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top