ნახეთ, როგორ ემზადებიან მიწისძვრისთვის იაპონელი დეპუტატები - ვიდეო

ეს პერსონა

იაპონიაში, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, მიწისძვრისგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალება გამოიგონეს. პირველებმა ის იაპონიის პარლამენტის წევრებმა მოირგეს.

პლასტიკის ჩაფხუთი პირველმა იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის  თავმჯდომარემ, ტადამორი ოშიმამ მოირგო.

„ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოთ. არასდროს არ იცით, როდის მოხდება კატასტროფა“, - უთხრა მან დეპუტატებს.

დასაკეცი თავსახურის დიზაინი წააგავს სამურაის ჩაფხუტს.

იაპონიაში მიწისძვრა იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. 2011 წელს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა უზარმაზარი ცუნამი, რომელმაც მოკლა დაახლოებით 20 000 ადამიანი და გამოიწვია ავარია ფუკუშიმას ბირთვულ სადგურზე.

 

 

 

 

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top