პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ეს პერსონა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც აქცია მიმდინარეობს სიტუაცია დაიძაბა. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ამ დროისთვის 3 ადამიანია დაკავებული. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 

მანამდე მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად შეშა და ივანიშვილის გამოსახულებით „დოლარის კუპიურები“ მიიტანეს. მათ  ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რამაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა- შემოხლა გამოიწვია. 

შენიშვნა: მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა რომ აქტივისტები არ დაუკავებიათ. 

"ვინც ცდილობდა ბლოკირებას და პროვოკაციის მოწყობას, აქციიდან განვარიდეთ, არ დაგვიკავებია" - აღნიშნა სირაძემ. 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top