რა რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს კახა კალაძის დანახვისას - ვიდეო

ეს პერსონა

თბილისის მერს კახა კალაძეს პირდაპირი ჩართვის დროს გარს ბავშვები შემოეხვივნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს. 

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რომლის ნაცვლად, 4 000 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი განთავსდა.

კახა კალაძე ბავშვებს ახალგახსნილს სტადიონზე  სიმბოლურად ბურთით ეთამაშა და სამახსოვრო ფოტოებიც  გადაიღო.

საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.

2
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top