ირაკლი კობახიძე: ქვეყნის პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის და ამიტომ "სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე". მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ პროპორციულობის პრინციპით.

"მათ უკან დგას დღეს ორასი აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით" - აღნიშნა კობახიძემ. 

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება მათ არ მისცა და  რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top