„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში თანამდებობებსა და კომიტეტებს ტოვებენ

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. მათ  საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.

განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს სერგი კაპანაძე  ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top