„ჩვენ გარეთ ვხედავთ „კმარას" გაცვეთილ მეთოდებს" - მამუკა მდინარაძე

ეს პერსონა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"საპარლამენტო ფორმატში საუბარი ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია, მაგრამ ეს მას შემდეგ შეიძლება, რაც ოპოზიციონერები მიწაზე დაეშვებიან და მიხვდებიან, რომ ქუჩის ასეთი მარგინალური ქმედებები შედეგიანი არ არის.

ჩვენ გარეთ ვხედავთ „კმარას" გაცვეთილ მეთოდებს, ამ მეთოდებით შტურმის მცდელობას და ა. შ. რაც არის აღკვეთილი. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება.

საუბრობენ დიალოგზე. კი ბატონო, საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ ასეთი მარგინალური ქუჩის ქმედებები არ არის შედეგიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.    

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top