ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის პიკეტირებაზე: ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში

ეს პერსონა

ნებისმიერი გადახვევა კანონიდან და კონსტიტუციიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის, პარტიის, თუ პარტიის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.

"არჩევნები და მოქალაქეები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის ბედს და არა, ცალკეული, ვიწროპარტიული ინტერესებით გაჯერებული დესტრუქციული ადამიანები.

ნებისმიერი გადახვევა კანონიდან და კონსტიტუციიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ცალსახად ჩვენი პოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, რაც ვიხილეთ, პიკეტირების მცდელობა მოხდეს კონგრესის შენობის, თუ სხვა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის შენობების. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ შევდგეთ, როგორც ნორმალური და ევროპული სახელმწიფო, რაც უკვე დავადასტურეთ და ამ მიმართულებით მივდივართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top