უნგრეთი „ევროვიზიიდან“ გავიდა - კონკურსს „ჰომოსექსუალური ფლოტილია“ უწოდეს

ეს პერსონა

უნგრეთი 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ქვეყნის რადიკალ-მემარჯვენე მთავრობისთვის კონკურსი „ზედმეტად გეიური“ აღმოჩნდა.

ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა The Guardian წერს, რომ ქვეყნის კონკურსიდან მოხსნა მოხდა ქვეყანაში გაზრდილი ჰომოფობიური რიტორიკის ფონზე. 

სახელისუფლებო ტელევიზიის ჟურნალისტმა „ევროვიზია“ „ჰომოსექსუალური ფლოტილია“ უწოდა. მისივე თქმით, უნგრეთის მენტალური ჯანმრთელობისთვის უკეთესია, ამ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

წყაროს ინფორმაციით, უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა „ევროვიზიაზე“ ლგბტ-თემთან მჭიდრო კავშირის გამო.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცნობილია თავისი ჰომოფობიური რიტორიკით. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ის აღიარებს ქორწინებას მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. გარდა ამისა, მან მოითხოვა კოკა-კოლას ბოიკოტი, რადგან კომპანიამ თავის სარეკლამო კამპანიაში გეი წყვილის ფოტოები გამოიყენა.  

 

 

 

 

ტეგები:
2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top