"ეს პროტესტი არ დამთავრდება!" - გიგი უგულავა

ეს პერსონა

ეს პროტესტი არ დამთავრდება! პირდაპირ ვეუბნები მათ, მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავას თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 

„აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის არ მიგვიციაო. ყველას გვახსოვს დაპირებაც და როგორ ტრაბახობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილიც დაგვესიზმრა, ალბათ, გაერო-ს ტრიბუნიდან რომ ამაყობდა? თუ სხვანაირად როგორ ხდება დაპირება? ჩვენ საზოგადოებას გამოსავალს ვთავაზობთ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის წარმომადგენლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან. სამარცხვინოა. ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს მათ შორის, არც პოლიციამ, აი ასე რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონში ჩავლენ? ჩვენც ჩავალთ და ჩამოიტანონ ეს რკინის ჯებირები. კი ბატონო, იარონ ასე, ეს პროტესტი არ დამთავრდება! პირდაპირ ვეუბნები მათ, მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი, “- განაცხადა გიგი უგულავამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top