დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან

ეს პერსონა

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები- ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო. 

შეგახსენებთ, 14 ნოემბერ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. აღნიშნულის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თორმეტმა დეპუტატმა დატოვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top