მოცარტის უიშვიათესი პორტრეტი კრისტის აუქციონზე 4 მილიონ ევროდ გაიყიდა

ეს პერსონა

პარიზში, კრისტის აუქციონზე ავსტრიელი მუსიკოსის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უიშვიათესი პორტრეტი 4.4 მილიონ დოლარად (4 მილიონ ევროდ) გაიყიდა. ნახატში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

აღნიშნულ პორტრეტზე ავსტრიელი მუსიკოსი 13 წლისაა და  ის კლავესინზე უკრავს. სურათი  დახატულია იტალიური ტურნეს დროს, 1770 წლის იანვარში.

ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი ეკუთვნის ვერონელ მხატვარ ჯიამბეტინო ცინაროლის.

მოცარტის სიცოცხლისას მისი მხოლოდ 5 პორტრეტია დახატული.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top