ანგელა მერკელი სცენაზე ასვლისას დაეცა - გერმანიის კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვებს აჩენს - ვიდეო

ეს პერსონა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაეცა, როცა ის ერთ-ერთ ბიზნეს წვეულებაზე სცენაზე ადიოდა. ის სცენაზე აცოცვას ცდილობდა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა. 65 წლის მერკელმა წაიხუმრა, რომ კიბეები ვერ შეამჩნია, მაგრამ შემდგომ მათ აუცილებლად გამოიყენებს.

კითხვები გერმანიის კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულად აქტუალური ხდება. 2019 წლის 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკითან შეხვედრის დროს მერკელი ცახცახებდა. 9 დღის შემდეგ მისი ხელები და სხეული შესამჩნევად კანკალებდნენ, როცა კანცლერი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკან იდგა.

პრობლემა კიდევ ერთხელ გამოვლინდა 10 ივლისს. მაშინ გერმანიას ფინეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა, მასთან შეხვედრის დროს კი მერკელი ისევ კანკალებდა. კანცლერი ირწმუნებოდა, რომ კარგად გრძნობდა თავს, თუმცა ის აიძულეს, დამჯდარიყო ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს.

 

 

 

 

 

1
1
2
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top