ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გენდერული საბჭოდან გვანცა თოთაძის გაწვევას ითხოვს

ეს პერსონა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ახალაძე საკრებულოს გენდერული საბჭოდან მისი ერთ-ერთი წევრის, გვანცა თოთაძის გაწვევას ითხოვს.

სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ გვანცა თოთაძემ, რომელიც დეპუტატ ნანა კოსტავას წინაღმდეგ პერფორმანსებს აწყობდა და საკრებულოდან მის წასვლას ითხოვდა, რეაგირება არ მოახდინა „გირჩის“ აქტივისტების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისი ფოტოების მიტანაზე, რომლებზეც ივანიშვილი რელიგიური სიმბოლიკებით იყო გამოსახული. ალეკო ახალაძემ  გვანცა თოთაძე და არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა. მათთან ერთად, მან კოსტავას მიმართ ნაკლები სოლიდარობის  გამო საკრებულოს უმრავლესობაც გააკრიტიკა.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას კი, რომელიც  დღევანდელ სხდომას უძღვებოდა,  იმის გამო უსაყვედურა, რომ  სხდომა ამ საკითხზე საუბრით არ გახსნა.

 ჩვენ ამ საკითხზე თოთაძეს ვესაუბრეთ:

,,გაკვირვებული ვარ. დავიბენი, რადგან ვერ გავიგე , რა კავშირში ვიყავი იმ საკითხთან, რაზეც საკრებულოს წევრი სხდომაზე საუბრობდა. მე, როგორც საბჭოს წევრი, ვფიქრობ, სათანადოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობას და წესდების მიხედვით რამე სახის დარღვევა არ გამაჩნია.  მიმაჩნია, რომ საკითხი თავიდან ბოლომდე აბსურდულია. ამით დეპუტატი მიზანმიმართულად აგრძელებს არამარტო ჩემთან, არამედ სამოქალაქო აქტივისტებთან ბრძოლას და ცდილობს შეუზღუდოს მათ აზრის გამოხატვის თავისუფლება. საკრეულოს წევრის მხრიდან მსგავსი ტიპის თავდასხმები ჯანსაღ აზრს ვერასდროს ვერაფერს ავნებს.

რიგმა დეპუტატებმა არ იციან და არ ესმით დემოკრატიის პრინციპები. ასევე, არ ესმით რა არის ამა თუ იმ სექტორის ფუნქციები. მე როგორც მოქალაქეს, ყოველთვის მექნება ადევატური რეაგირება ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით , რაც ჩემს ქალაქს ეხება "

გვანცა თოთაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში, სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგს” წარმოადგენს. ორგანიზაცია დეპუტატის ბრალდებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება:

საკითხს გამოეხმაურა, მოძრაობა #ნანაწადი. მათ დეპუტატის ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის კიდევ ერთი მიზანმიმართული და უსუსური მცდელობა უწოდეს:
0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top