ირაკლი კობახიძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას აფასებს

ეს პერსონა

ირაკლი კობახიძემ უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის ფაქტი შეაფასა. მისი თქმით, ვიდრე დეპუტატები უმრავლესობას დატოვებდნენ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომელიც არანაირ მორალურ პრინციპებში არ ჯდება.

"ეს ადამიანები სხვადასხვა ღირსებით და თვისებებით გამოირჩევიან. არ მინდა ინდივიდებზე ჩასვლა, სწორი არ იქნება და არც საჭიროა. შეიძლება ყველას არ ვგულისხმობდე წინა გასულებიდან, მაგრამ მთელი რიგი ადამიანების მთელი რიგი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ელემენტარულ მორალურ პრინციპებს, აქ მხოლოდ შიდა გუნდური ამბები არ იგულისხმება. მათ ისეთი რაღაცები აქვთ გაკეთებული, რომელიც საერთოდ გუნდსაც არ ეხება და რომელიც არანაირ მორალურ პრინციპებში არ ჯდება. მე მხედველობაში მაქვს ის ქმედებები,რაც ბოლო თვეების განმავლობაში განახორციელეს, ვიდრე ისინი დატოვებდნენ უმრავლესობას“,- განაცხადა კობახიძემ  "პალიტრანიუსის" გადაცემაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top