ნიუ-იორკელებს მადლიერების დღესასწაულის აღსანიშნავად მაგიდა მეტროში გაუშალეს - ვიდეო

ეს პერსონა

აშშ მთავარი ოჯახური დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. მადლიერების დღე ყოველი ნომებრის მეოთხე ხუთშაბათს იმართება. ეს დღე ამერიკის მასშტაბით ყველაზე დატვირთულ სამგზავრო დღედ არის მიჩნეული. 

მადლიერების დღის ვახშამის განუყოფელი ნაწილი შემწვარი ინდაური, კარტოფილი და გოგრის ნამცხვარია. სწორედ, ამ შემადგენლობით ნიუ-იორკელებს მაგიდა მეტროში გაუშალეს. მგზავრებს მადლირების დღესასწაული ამ ფორმით მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1863 წლის შემდეგ, ყოველი წლის ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

New Yorkers enjoy #Thanksgiving feast on the subway pic.twitter.com/sujWlKIDve

— The Sun (@TheSun) November 28, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top