ანა დოლიძე: გილოცავთ, აზარტული თამაშების რეგულირებაზე 10 000 ხელმოწერა შევაგროვეთ - ვიდეო

ეს პერსონა

საზოგადობრივი მოძრაობის ლიდერი ანა დოლიძე ვიდეო მიმართავს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ აზარტული თამაშების რეგულირებაზე 10 000 ხელმოწერა ვადამდე ადრე შეგროვდა. 

"დღეს, ჩვენ ვადამდე ერთი კვირით ადრე, აზარტული თამაშების რეგულირებისათვის 10 000 ხელმოწერა შევაგროვეთ. გილოცავთ ყველა გულშემატკივარს! რაც მთავარია ვულოცავ სანდრო ბერაძის ოჯახს და მეგობრებს, რომელთა გარეშეც ეს არანაირად არ მოხდებოდა. ვულოცავ ყველა მშობელს, რომელიც ნერვიულობს, რომ აზარტულ თამაშებში არ ჩაებას მისი შვილი. ეს ყველა ჩვენთაგანის გამარჯვებაა. ეს არის დიდი ბრძოლის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ადვილი არ იქნება დაპირებების მიღწევა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ჩვენი ბავშვების დაცვა. ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიბრძოლებთ ყველა ერთად, რომ ეს ერთი საკითხი მაინც გადავწყვიტოთ ჩვენი – ხალხის ძალებით. ეს არის დიდი ბრძოლის დასაწყისი, იმ ბრძოლისა, რომელსაც მოაქვს გამარჯვება. გახსოვდეთ, ყველგან და ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი”, – ამბობს ვიდეო მიმართვაში ანა დოლიძე.

შეგახსენებ, რომ დოლიძემ ოქტომბერში თანამოაზრეებთან ერთად, სახალხო კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ – "დაიცავი შენი შვილი" დაიყო.

ვიდეო:

11
3
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top