რომში, რუსეთის საელჩოს წინ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ეს პერსონა

რომში, რუსეთის საელჩოსთან, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ექიმისთვის მხარდასაჭერი პლაკატების გარდა ასევე, "რუსეთი ოკუპანტია" პლაკატებიც ჰონდათ გაშლილი.

"რომის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე ხელაია და სამრევლოს წევრები,რომში რუსეთის საელჩოსთან გმობს ექიმის, ბატონი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონი პატიმრობაში ყოფნას ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მხარდაჭერას უცხადებს მას და იზიარებს მის აზრს, რის გამოც ის დღეს პატიმრობაში იმყოფება. თითოეული საქართველოს მოქალაქის ვალია არ დაივიწყოს და არასდროს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - ვკითხულობთ რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გაფრინდაშვილი 20 დღეა ცხინვალის ციხეში იმყოდება. მას თვითაღიარებული რესპუბლიკის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

3
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top