მადლიერების დღეს ტრამპი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა

ეს პერსონა

მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ტრამპი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ამერიკელი სამხედროები მოინახულა და მათ დღესასწაული მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ვიზიტი იყო მისი პრეზიდენტობის ფარგლებში.  

მან შეხვედრა, ასევე გამართა ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ განთან.  ჟურნალისტებთან საუბრის დროს,მოძრაობა "თალიბანთან" დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.

"ჩვენ მათ ვხდებით და ჩვენ ვამბობთ, ეს უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის გზით. მათ არ სურდათ ეს. თუმცა, ახლა ისინი თანახმა არიან. მე მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება." - განაცხადა ტრამპმა.  

შეხვედრისას, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ  ავღანეთში შეამცირებენ ამერიკელი სამხედროების რაოდენობას, თუმცა რამდენით მას არ დაუკონკრეტებია.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top