ოჯახის წევრებმა მოხუცს ბოლო სურვილი აუსრულეს

ეს პერსონა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი მოხუცი, რომელსაც სიმსივნის უიმედო დიაგნოზი აქვს დასმული.

87- წლის ნორბერტ შემს სიმსივნის მეოთხე სტადია ჰქონდა, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, ამიტომაც ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს მისთვის ბოლო სურვილის ასრულება. მოხუცმა მათ სთხოვა ეს დღე მხიარულად გაეტარებინა, შეკრებილიყვნენ მისი ოჯახის წევრები და თან საყვარელი სასმელიც წამოეღოთ. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათში მოხუცი გარდაიცვალა.

ფოტომ სოციალურ ქსელში, ასობით ათასი გამოხმაურება მოჰყვა.

"ხალხის მხარდაჭერამ ჩვენი დიდი ტკივილი ოდნავ შეგვიმსუბუქა. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ბოლო წუთებში ჩვენ ბაბუასთან ერთად ვიყავით. მისი შვილები და შვილიშვილები. ის ბედნიერი იყო." - აღნიშნა ადამ შემმა.  

 

My grandfather passed away today.

Last night all he wanted to do was to have one last beer with his sons. pic.twitter.com/6FnCGtG9zW

— Adam Schemm (@AdamSchemm) November 21, 2019
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top