მადონამ სამი კონცერტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გააუქმა

ეს პერსონა

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა მადონამ, ჯანმრთელობის გამო სამი კონცერტი გააუქმა. მისი თქმით, მას ამის გაკეთება გაუსაძლისი ტკივილების გამო მოუწია.

61 წლის მომღერალი ბოსტონში  უნდა გამოსულიყო, საგასტროლო ტურნე Madame X-ის ფარგლებში.  სამწუხარო ამბავი, მომღერალმა ინსტაგრამით ამცნო თაყვანისმცემლებს.  

"ძალიან ვწუხვარ მოვლენების მსგავსად განვითარების გამო.  გამოსვლა ისეთ ბედნიერებას მანიჭებს, რომ მათი გაუქმება ჩემთვის სასჯელია, თუმცა ტკივილი, რომელსაც მე ახლა განვიცდი, გაუსაძლისია. მჭირდება დასვენება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა." - წერს მომღერალი.

მადონას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის პრობლემა აქვს,  თუმცა რამდენიმე კვირის წინ მან თაყვანისმცემლებს უამბო, რომ მას მუხლების პრობლემები აწუხებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top