დათვი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა აუქციონზე იყიდება

ეს პერსონა

სათამაშო დათვი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის რამდენიმე ბრძოლა გადაიტანა და მივიდა დიდი ბრიტანეთის სამხედროებთან ერთად ბერლინამდე მივიდა, აუქციონზე გამოფინეს. აუქციონზე გამოტანილი დათვის დაახლოებით ფასი 775 დოლარია.

აუქციონის ინიციატორი 76-წლის ტომ მეთიოზია, რომელმაც დათუნია თავისი მამისგან მიიღო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ტომის მამამ სათამაშო საჩუქრად 1944 წელს, ჰოლანდიის მკვიდრისგან მადლიერების ნიშნად მიიღო. იმ პერიოდში გერმანელი სამხედროებმა ჰოლანდიის სოფლები თითქმის მთლიანად დააცარიელეს. გადარჩენილმა ქალმა ჯარისკაცი სახლში შეიფარა, მას არც საკვები და არც სხვა ნივთი ჰქონდა მადლიერება, რომ გამოეხატა და ბრიტანელ ჯარისკაცს რბილი სათამაშო აჩუქა.  ნივთი მაშინაც ძველი იყო, თუმცა ქალმა მას თვალები მიაკერა და ჯარისკაცს გაუწოდა.

ფუმფულა სათამაშო მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. ჰოლანდიის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა, გადაკვეთა რეინი, მივიდა ბერლინამდე და გამარჯვების აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა ჯარისკაცის ხელში მყოფმა.

ბრძოლებს შორის შუალედებში, სამხედრო მას ბალიშად იყენებდა. სახლში დაბრუნებისას კი შვილის ხელში გადაინაცვლა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top