ზაალ უდუმაშვილი: დეპუტატები დილის 07:00 საათზე როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში

ეს პერსონა

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში დილის 07:00 საათისთვის შევიდნენ.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, აღნიშნულის გამო არ დახვდათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან რკინის ჯებირები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან  გუშინ იყო განთავსებული.

„დღეს „ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, დილის 05:00 საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები ისე შერეკეს პარლამენტში 07:00 საათზე. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე. ხან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის 05:00 საათზე გააღვიძონ დეპუტატები. არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ იქნება, ისევ ღამეს გავათენებთ და ისევ დავდგებით აქ და როგორ შევლენ, ვნახოთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპტუატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top