სოფო კილაძე: მე ვარ ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ადრე მოდის ხოლმე

ეს პერსონა

დიახ, დღეს ადრე მოვედი. გარკვეული პოლიტიკური საკითხები გვქონდა გასავლელი. 07:00 საათზე და 08:00 საათზეც გინახივართ პარლამენტში, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებებს, რომ უმრავლესობის წევრები პარლამენტში ადრიანად, დაგეგმილი პიკეტირების გამო მივიდნენ. 

რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოვედი? სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე.

ოპოზიციის ნაწილი გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ამით ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებენ. სიძულვილის ენა, ადამიანების დაბულინგება მათ არ მიიყვანს კარგ შედეგამდე. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც „კმარა" იქცეოდა თავის დროზე და რა შედეგიც მიიღო საზოგადოებამ ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლისგან, ყველამ ვნახეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top