აქციის მონაწილეები საჯარო ბიბლიოთეკასთან მივიდნენ

ეს პერსონა

აქციის მონაწილეების ნაწილმა  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარო ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს.  არსებული  ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 

„თეა წულუკიანმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად არის განწყობილი ამ პოლიტიკური კლოუნის მიმართ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიგა ბოკერიამ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს საჯარო ბიბლიოთეკის შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top