ერაყში ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ანტისამთავრობო აქციების, სულ მცირე, 45 მონაწილე ჩაცხრილა

ეს პერსონა

ხუთშაბათს ერაყის უშიშროების სამსახურმა, სულ მცირე,  45 დემონსტრანტი ჩაცხრილა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები შეცვიდნენ და გადაწვეს ირანის საკონსულო. სავარაუდოდ, ეს ქმედებები  ერაყის მთავრობამ, რომელიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობს,  ამბოხის მანიშნებელ სიგნალად აღიქვა.

სულ მცირე, 29 ადამიანი მოკლეს ქალაქ ნასირიაში, როცა ჯარმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ანტისამთავრობო აქციის მოანწილეებმა ხიდი გადაკეტეს, ხოლო შემდგომ პოლიციის განყოფილებასთან დაიწყეს შეკრება. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაჭრეს.

4 ადამიანი ბაღდადში, მდინარე ტიგროსზე, ხიდთან ჩაცხრილეს. წყაროს ცნობით, 12 ადამიანი მოკლეს ქალაქ ნაჯაფში მომხდარი შეტაკებისას.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სისხლისღვრა, რომელიც ოქტომბერში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა. თავდაპირველად მოსახლეობა კორუფციის წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა შემდგომ უკმაყოფილება ანტისამტავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები თავის მთავრობას თეირანის მარიონეტებად მიიჩნევენ. მათი აზრით, ხელისუფლება იცავს ირანის ინტერესებს და მოქმედებს თავისი ხალხის წინააღმდეგ.

ხუთშაბათს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ირანმა სასაზღვრო პუნქტი მეჰრანი გადაკეტა.

ცნობისთვის, ირანში მოსახლეობის 90-95% შიიტური ისლამის მიმდევარია. ხშირად შიიტები არაბული ხელისუფლებების მხრიდან დისკრიმინაციის ობიექტები ხდებიან. მათ განიხილავენ, როგორც ირანის „მეხუთე კოლონას“.

ერაყში შიიტები მოსდახლეობის 60%-ს შეადგენენ, ხოლო სუნიტები - 37%-ს. სადამ ჰუსეინის მმართველობისას ერაყს სუნიტები მართავდნენ, ხოლო შიიტები დაჩაგრულ უმრავლესობას წარმოადგენდა.

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top