პოლიციამ აქციიდან გიორგი კანდელაკი, გიგი უგულავა, დავით ნაფეტვარიძე და ლაშა ჩხარტიშვილი გაიყვანა

ეს პერსონა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ეროვნულ ბიბილიოთეკასთან გადაინაცვლეს სადაც სამართალდაცმეველებსა და აქცის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რის შემდეგაც პოლიციამ ის ადგილიდან განარიდა. ტერიტორიიდან ასევე გაიყვანეს გიორგი კანდელაკი, დავით ნაფეტვარიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

„აქციის მონაწილეებმა აქ გადმოინაცვლეს და ცდილობენ შესასვლელის ბლოკირებას. შესაბამისად, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან, დგას პოლიციის კორდონი და ყველას მოვუწოდებთ, რომ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი. ამდენი ხალხი ბიბლიოთეკაში, ბუნებრივია, ვერ შევა. აქციის მონაწილეები ვერ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლების სხვა ღონისძიების ჩაშლაზეა მიმართული“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top