ნაპოლეონის ჩექმები აუქციონზე 80 000 ევროდ გაიტანეს

ეს პერსონა

პარიზში, დრუოს აუქციონზე საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ ბონაპარტეს ჩექმები გასაყიდად გაიტანეს. მათი ფასია 80 000 ევრო (88 176 დოლარი).

ვარაუდობენ, რომ 40 ზომის ჩექმებს ნაპოლეონი იცვამდა წმინდა ელენას კუნძულზე ბოლო გადასახლების დროს, მას შემდეგ, რაც მან ვატერლოოს ბრძოლა წააგო.

1821 წელს, ნაპოლეონის სიკვდილის შემდეგ, ჩექმები იმპერატორის ბოლო კომპანიონს, მთავარსარდალ ბერტრანს დარჩა. შემდგომში ჩექმები მისცეს მოქანდაკე კარლო მაროშეტის, რათა იმპერატორის საფლავისთვის მას შეექმნა ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონის  სკულპტურა.

შემდგომში, მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში მაროშეტის ვაჟიშვილმა ჩექმები ფრანგ სენატორ პოლ ლე როქსს გადასცა. ამ დრომდე სწორედ ლე როქსის ოჯახი ინახავდა ფრანგი იმპერატორის ფეხსაცმელს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top