გიგი უგულავა: პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა

ეს პერსონა

პოლიციამ ავლაბარში ჩამომსვა, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც საჯარო ბიბლიოთეკასთან აქციაზე დაბრუნდა. უგულავა ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა ტერიტორიიდან განარიდეს. 

"მითხრეს, პარტიის ლიდერი ხარ და შენს სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყვესო. ჩემს სიტყვას თუ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს, ეს მხოლოდ კომპლიმენტია. ავლაბრისკენ წავედით, იქ ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა, - აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციიდან, ცოტა ხნის წინ პოლიციამ გიორგი კანდელაკი, გიგი უგულავა, დავით ნაფეტვარიძე და ლაშა ჩხარტიშვილი გაიყვანა

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top