გრიგორი კარასინი: დეკემბერში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

ეს პერსონა

 

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრის, გრიგორი კარასინის ინფორმაციით, თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვებში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უდავოა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს  ითამაშებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში გაიხსნება. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლო თვეს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, - განაცხადა კარასინმა.

 

 

 

წყარო: Ria.ru
1
4
3
2
9
კომენტარები
ეს პერსონა
Top