საქართველოს ფილმების არალეგალურად ჩვენების გამო სანქციები ემუქრება - ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამენ

ეს პერსონა

ამერიკული კინოსტუდიების დისტრიბუტორმა კომპანიამ Motion Picture Association of America ქართულ მხარეს სპეციალური წერილით აფრთხილებს. ის შეშფოთებულია, რომ ქართულ ინტერნეტსაიტებზე, მაგალითად, Imovies.ge-სა და adjaranet.com-ზე ჰოლივუდურ ფილმებს არალეგალურად აჩვენებენ.

„კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერნეტმეკობრეების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროებენ სხვადასხვა სახის კონტენტს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის“, - ნათქვამია წერილში.

როგორც On.ge-ს ქართული კინოთეატრების წარმოამდგენელმა განუცხადა, თუ სიტუაცია ამ მხრივ არ შეიცვლება, „სხვადასხვა სანქციების სახით პრობლემები შეექმნებათ, როგორც ქართულ კინოთეატრებს, ისე ტელევიზიებს“.

Motion Picture Association of America არის ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების დისტრიბუტორი, როგორებიცაა Netflix, Warner Bros. Entertainment Inc., Paramount Pictures, LLC, Walt Disney, Universal City Studios და Sony Pictures.

 

 

 

წყარო: On.ge და 1tv.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top