საფრანგეთში „შავ პარასკევს“ აპროტესტებენ - პარიზში დემონსტრანტები მაღაზიების შესასვლელების ბლოკირებას ახდენენ - ვიდეო

ეს პერსონა

საფრანგეთში მასშტაბური ფასდაკლებების დღის, ე.წ. „შავი პარასკევის“ წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტებმა აქცია გამართეს ონლაინ-მაღაზია Amazon-თან. ათობით დემონსტრანტმა მჯდომარე საპროტესტო აქცია გამართა. მათ ეჭირათ პლაკატი : „არა ამაზონსა და მის სამყაროს“.

გარდა ამისა, პარიზში, ლა დეფენსის ბიზნესუბანში დაახლოებით 40-მა დემონსტრანტმა სცადა დიდი სავაჭრო ცენტრის  შესასვლის ბლოკირება. აქტივისტების თქმით, ამ გზით ისინი უსაზღვრო კონსუმერიზმს ებრძვიან, რომელიც ევროპაში აშშ-დან შემოვიდა.  შეკრებილი აქტივისტები სავაჭრო ცენტრში, მაღაზიების წინ ყვიროდნენ: „იმუშავე, დახარჯე და მოკეტე, ესაა გზავნილი ჩვენი ახალგაზრდობისადმი“.

„ჩვენ შევცვლით „შავ პარასკევს“ ბლოკირებულ პარასკევად ვაქცევთ, ესაა კაპიტალიზმის სიმბოლო“, -განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

ესპანეთში „შავი პარასკევით“ უკმაყოფილო მოქალაქეებმა მადრიდის ცენტრში ბანერი გაშალეს, რომელზეც წერია: „კონსუმერიზმი = კლიმატურ კრიზისს“. 

„შავ პარასკევს“ აშშ-ში უწოდებენ მადლიერების დღის შემდგომ პარასკევს. ზუსტად მისგან იწყება ტრადიციული საშობაო ფასდაკლებების სეზონი.

  

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top