2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა

ეს პერსონა

2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქალთა ფონდი საქართველოში" ოფიციალური FACEBOOK გვერდით ავრცელებს.

"მისი სტატიები ხშირად ეხმიანება ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს"- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენეთბრ, რომ ჯილდოზე ჯამში 16 ქალი იყო წარდგენილი. 

კატო მიქელაძის პრემიას 2013 წლიდან ყოველწლიურად “ქალთა ფონდი საქართველოში” გასცემს. დაჯილდოვების ცერემონია კი ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალის უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, იმართება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top