მოძრაობა "გაბედეს" ერთ წევრს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთი დააჯარიმეს და დანარჩენს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

ეს პერსონა

თბილისისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოძრაობა "გაბედეს" წევრებზე უკვე ცნობილია.

ანრი ჯანჯღავას ხუთ-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დააკავეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top