"ის რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ჩემთვის ტრაგიზმს არ წარმოადგენდა" - ხათუნა ხოფერია

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სპექტრი, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, არის – 22 თუ 30 პარტიის ლიდერები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და მათი ოფისის თანამშრომლები. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არ არის მოტყუებული ხალხის რეაქცია. მათ ერთადერთი, იმის იმედი ჰქონდათ, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ქვეყანას მიიყვანდნენ კოალიციურ უმრავლესობამდე და კოალიციური მთავრობის შექმნამდე“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, სრულად პროპორციული სისტემა უპარტიო ადამიანს ართმევს უფლებას, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, რაც არადემოკრატიულია.

„ზურაბ ჟვანიას მერე მე ლიდერი არ მყოლია და ჩემთვის ძალიან რთულია, ვიღაცის პარტიაში ვიყო. რატომ უნდა ვილიდერო ვინმე, გინდ „ქართული ოცნება“ იყოს და გინდაც სხვა?! მე ხომ პრაქტიკულად, მართმევდნენ არჩევნებში ჯენჭისყრის უფლებას და ამიტომ, ის რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ჩემთვის ტრაგიზმს არ წარმოადგენდა. ჯერ ერთი, მხარს არ ვუჭერდი და მეორეც, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნა ჩვეულებრივი მომენტია“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top